16 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
დარწმუნებული ვართ, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან თვისობრივად შეიცვლება ურთიერთობების განვითარება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მასთან ძალიან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა.

ასევე, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მან ვერ მოისმინა ვერ ერთი კონკრეტული პუნქტი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ანტიდემოკრატიული ცვლილება განხორციელდა საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში:

"ჩვენ გუშინ ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, განვიხილეთ ყველა საკითხი. მე ვერ მოვისმინე ვერცერთი კონკრეტული პუნქტი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ანტიდემოკრატიული ცვლილება განხორციელდა საქართველოში ბოლო პერიოდში. მქონდა კითხვები გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, აქაც იყო ზოგადი შეფასება ყოველგვარი არგუმენტაციისა და კონკრეტიკის გარეშე. მას მე ვთხოვე, რომ მომავალში წარმოედგინათ კონკრეტული შენიშვნები ამ კანონთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში კომენტარებზე რეაგირება ჩვენ გაგვიჭირდება.

ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად გაღრმავდეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენი მხრიდან აბსოლუტური ღიაობაა. მთავარია, რომ ჩვენ შემხვედრი ნაბიჯები ვიხილოთ. ეს გზავნილი გავუზიარე მას შეხვედრის დროს და იმედი გვაქვს, რომ თანდათან ყველაფერი გაუმჯობესდება, ურთიერთობები გაჯანსაღდება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან თვისობრივად შეიცვლება ურთიერთობების განვითარება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის,"- აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

 

დღის ამბები