"გამაოგნებელი, აღმაშფოთებელი და საგანგაშო - დემოკრატიის ფლაგმან სახელმწიფოში პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმა მისი ლიკვიდაციის მიზნით!", - ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის მდივანი,მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტის ამომრჩეველთა შეხვედრაზე, სროლას გამოეხმაურა, სადაც დონალდ ტრამპი დაშავდა.
მდინარაძის თქმით, პოლიტიკური ძალადობა და მკვლელობის მცდელობა, ძირგამომთხრელი ქმედებები და სიცრუის პროპაგანდა, ომი და განადგურება - გლობალური ომის პარტიის და ლიბერალური ფაშიზმის ხელწერაა.
"პრეზიდენტ ტრამპს გამოჯანმრთელებას და საარჩევნო ბრძოლაში სწრაფად დაბრუნებას ვუსურვებთ, ამერიკელ ხალხს და მსოფლიოს კი მშვიდობას, დემოკრატიის და სამართლიანობის გამარჯვებას!
პ. ს. საქართველოში კი აგენტურული პარტიების პოზიციაა, გლობალური ომის პარტია არ არსებობს, ქართულმა ოცნებამ მოიგონაო…", - წერს მამუკა მდინარაძე.