16 ნოემბერი 2024,   20:07
ვრცლად
ამნისტიის ახალი კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას პარლამენტი მიმდინარე კვირას გეგმავს

პარლამენტი მიმდინარე კვირას ამნისტიის ახალი კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას გეგმავს. საკითხზე დეპუტატები რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბებიან. დოკუმენტი მმართველმა გუნდმა პარლამენტში რამდენიმე დღის წინ დააინიცირა.

ამნისტია 300-მდე მუხლზე გავრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ ის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულ პირებს არ შეეხება.

"ქართული ოცნების" ინიციატივას, წინასაარჩევნო კამპანიად მიიჩნევს ოპოზიცია, თუმცა მისი ნაწილი მუხლების დაზუსტების შემთხვევაში არ გამორიცხავს, რომ კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.

 

დღის ამბები