16 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
გურამ მაჭარაშვილი: როდესაც შავი ფულის სატრიალებლად "ენჯეოებში" არის წახალისება უცხოური ძალების მხრიდან, ისინი ამ ფულს შავად დახარჯავენ

"ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი არასამთავრობო სექტორისა და მედია ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ მმართველი გუნდის მიერ ჩატარებულ კვლევას ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებაზე საზოგადოების დაკვეთის შესრულება გამართლებული იყო. გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ როდესაც არასამთავრობო სექტორი დასავლეთიდან წახალისებულია იმით, რომ გამოიყენოს და განკარგოს შავი ფული, ის ბუნებრივია ამას გააკეთებს. შესაბამისად, არც თანხების ათვისების პროცესები იქნება გამჭვირვალე, როგორც ამას საზოგადოება მოითხოვს.

"კანონის (გამჭვირვალობის შესახებ) პირველ ჯერზე დაინიცირების შემდეგ, წელიწადზე მეტია ვამბობთ, რომ საზოგადოებას გამჭვირვალობა სურს, რაზეც ოპონენტები გვეუბნებოდნენ, ისედაც გამჭვირვალეები ვართო და გვითხარით რა გნებავთო. საპასუხოდ, დღეს ბრიფინგიდან გავიგეთ და პარლამენტის თავმჯდომარემაც არაერთხელ თქვა, რომ დამალულია უდიდესი რაოდენობა იმ თანხების, რომლებიც ერიცხება საქართველოში მოქმედ არასამთავრობო სექტორს. სხვათა შორის, ამას არც მალავენ. საელჩოები პირდაპირ ამბობენ, რომ საარჩევნოდ რადიკალური პროცესებისთვის „ენჯეოებს“ „მოლოტოვის კოქტეილების“ შესაძენად დააფინანსებენ. რა თქმა უნდა, როდესაც შავი ფულის სატრიალებლადენჯეოებში“ არის წახალისება უცხოური ძალების მხრიდან, ისინი ამ ფულს შავად დახარჯავენ და ბუნებრივად არ იქნება "თეთრი" და "გამჭვირვალე" ის პროცესები, რითაც საზოგადოებამ უნდა გაიგოს, თუ რა ფული ტრიალებს ამ სექტორში", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები