16 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
პირადი საკუთრებასავით ჰგონია სახელმწიფო, როცა უნდა საკონსტიტუციო სასამართლოს გახსნის და როცა უნდა დახურავს - მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილის სარჩელზე

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა - ის "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონის 78-ე მუხლთან შეუსაბამობას ასაჩივრებს და სასამართლო განხილვის დასრულებამდე კანონის მოქმედების შეჩერებას ითხოვს. თემაზე ბრიფინგი გაიმართა ორბელიანების სასახლეში, სადაც სალომე ზურაბიშვილის არგუმენტები, მისმა საპარლამენტო მდივანმა წარადგინა.

პრეზიდენტის მოპასუხე იქნება საპარლამენტო უმრავლესობა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში წინა დაპირისპირება, მარცხი და მოსამართლეებისთვის გამოცხადებული უნდობლობა შეახსენა.

პრეზიდენტს "ხალხის ძალაშიც" აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი "ნულოვანი რეიტინგის მქონე ადამიანია".

"გასაგებია, რომ პარადოქსი ისედაც არის ეს მოცემულობა ზურაბიშვილის სახით, რომ ის თუნდაც ინარჩუნებს პრეზიდენტის ფუნქციებს, მაგრამ პარადოქსზე კიდევ უფრო პარადოქსია პრეზიდენტი, რომელიც ცნობილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, რომ კონსტიტუციის დამრღვევია და თან არაერთხელ - აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოში, საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანოს. წარმოიდგინეთ, პრეზიდენტი, როცა უნდა არ ცნობს საკონსტიტუციო სასამართლოს, ხოლო როცა სარჩელის შეტანა უნდა მაშინ აღიარებს მას. პირადი საკუთრებასავით ჰგონია სახელმწიფო, როცა უნდა საკონსტიტუციო სასამართლოს გახსნის და როცა უნდა დახურავს, ასეთი წარმოდგენა აქვს მას და ამიტომაც არის ნულოვანი რეიტინგის მქონე ადამიანი,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები