ქუთაისის პოლიციის მე-5 განყოფილებაში რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეების დაკითხვა გრძელდება. პოლიციის სამმართველოში დღეს ნატალია ქუთათელაძე დაიბარეს.
დაკითხვის მიმდინარეობისას პოლიციის შენობასტან მისულები იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და ის ადამიანები, ვინც რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობდნენ. მათი განმარტებით, გამოძიება პოლიტიკური უმრავლესობის ზეწოლის ქვეშ მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ პოლიციამ რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის მეორე დღეს 3 პირი დააკავა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მათ ხულიგნობის ბრალდება წაუყენა და წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.