მიმდინარე კვირას, პარლამენტი პირველი მოსმენით ამნისტიის ახალ კანონს მიიღებს. უმრავლესობის განცხადებით, ამნისტია ჰუმანური აქტია, მიზანი კი ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებაა.
"ქართული ოცნების" ინიციატივას წინასაარჩევნო კამპანიად თვლის ოპოზიცია, თუმცა მისი ნაწილი მუხლების დაზუსტების შემთხვევაში არ გამორიცხავს, რომ კანონპროექტს მხარი დაუჭიროს. დოკუმენტი მმართველმა გუნდმა პარლამენტში რამდენიმე დღის წინ დააინიცირა. ამნისტია 300-მდე მუხლზე გავრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ ის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს არ შეეხება.