ნატო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დააჩქაროს რეფორმები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენ-მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა.
"ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ერთგულია საქართველოსთან ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის. მოუწოდებს მის მთავრობას, დააჩქაროს რეფორმები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის ხელშეწყობის მიზნით,"- წერს კოლომინა სოციალურ ქსელში.