2019-2024 წლებში, ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს 11-ჯერ აღემატება - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მონაცემები, საქართველოსთვის ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ არასწორი ინტერპრეტაციის საპასუხოდ ქვეყნდება. ამავე ინფორმაციით, ბოლო 4 წელში, საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებული ევროკავშირის დაფინანსება 517 მილიონ ევროს შეადგენდა, მაშინ, როცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი თანხა- 46 მთელი 1 მეათედი მილიონი ევროა.