სალომე ზურაბიშვილის მიერ, პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევას, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა.
ქადაგიშვილის თქმით, ეროვნული ბანკი ეფექტურად მუშაობს, რაზეც საერთაშორისო შეფასებები და არსებული ვალუტის კურსიც მიუთითებს.
"მიჭირს თქმა, ეს საკითხი შევა თუ არა რიგგარეშე სესიის დღის წესრიგში. ყოველთვის იყო ასეთი ტრადიცია, რომ ხდებოდა გარკვეული კონსულტაციები ეროვნული ბანკის საბჭოს წერების შერჩევასთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკი ფუნქციონირებს. იგი ფუნქციონირებს ეფექტურად, ყველა საერთაშორისო შეფასებაც გვაძევს ამ ინფორმაციას. რაც მთავარია, ამ ინფორმაციას გვაძლევს ვალუტის გაცვლითი კურსი," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს რიგგარეშე სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სავარაუდო საკითხებთან ერთად, განიხილოს და კენჭი უყაროს 2024 წლის 24 მაისს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას, რათა მეტად აღარ შეფერხდეს და გაჭიანურდეს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი.