პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები, წინასაარჩევნო კამპანიაში ხშირად კანონის დარღვევით არიან ჩართულნი.
მისივე თქმით, გაუმჭვირვალობა თავად არასამთავრობო სექტორს აზიანებს, რადგან პროცესები, შეიძლება მანკიერად განვითარდეს.
"ხშირად, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო დონორები, პირდაპირ კანონის დარღვევით არიან წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულნი. როდესაც არასამთავრობო სექტორში საქმიანობა ასეთი გაუმჭვირვალეა, საბოლოო ჯამში, ეს თვითონ არასამთავრობო სექტორს აზიანებს და იქ მოვლენების მანკიერების განვითარების დიდ სარბიელს ქმნის. ჩვენ არ ვიცით ეს მანკიერი საქმიანობა რა და როგორი შეიძლება იყოს. რაიმე სირთულე, ან წინააღმდეგობა, თუნდაც, რეგიონში მოქმედ პატარა ორგანიზაციასაც არ შეიძლება ჰქონდეს იმიტომ, რომ ამ ორგანიზაციებს ვალდებულება აქვთ, რომ დონორს გაუკეთონ დაწვრილებით ანგარიში," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.