რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც ულოცავს.
"ვულოცავ პრეზიდენტ მეცოლას ხელახალ არჩევას. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ქართველი ხალხისა და მათი მტკიცე ევროპული არჩევანის მიმართ თქვენი თავდადებისა და ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერისათვის. ველი თქვენთან მომავალ თანამშრომლობას", - წერს სალომე ზურაბიშვილი.