საფრანგეთის პრეზიდენტმა დააკმაყოფილა პრემიერ-მინისტრის მოთხოვნა გადადგომის თაობაზე.
ახალი მთავრობის დანიშვნამდე, გაბრიელ ატალი და სხვა მინისტრები მოვალეობის შემსრულებლად დარჩებიან, რის შემდეგაც, ატალი ახალ ეროვნულ ასამბლეაში დეპუტატის რანგში განაგრძობს მუშობას.
პრემიერმა გადაწყვეტილება არჩევნების გამოქვეყნების შემდეგ მიიღო, თუმცა მაკრონმა მას პოსტზე დროებით დარჩენა სთხოვა. მაკრონის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა.