16 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
"მათ მიმართ საზოგადოებაში არის დიდი სიძულვილი, ეს არის აგენტურათა ქსელი, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა" - კახა კალაძე ოპოზიციაზე

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას, თბილისის მერი, კახა კალაძე აფასებს.

კალაძის თქმით, ივანიშვილის განცხადება მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" არ ეხებოდა და მასში მთლიანად ოპოზიციური ფლანგი მოიაზრება. მისივე თქმით, ოპოზიციას უცხოეთიდან მართავენ.

"აქ მოიაზრება მთლიანად ოპოზიციური სპექტრი, ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს სხვადასხვა პარტიით არის წარმოდგენილი. რეალურად, ეს ყველა არის "ნაციონალური მოძრაობა, "ნაციონალური მოძრაობის" წიაღში აღმოცენებული ელემენტები, რომლებიც დღეს სხვადასხვა სახელებს ირქმევენ და აქვთ მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

მათ მიმართ საზოგადოებაში არის ძალიან დიდი სიძულვილი, ეს არის აგენტურათა ქსელი, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და ძალიან დიდი თანხებია დახარჯული უცხოეთიდან. გარედან იმ ძალებს, ვინც მართავს საქართველოში ამ აგენტურას, რა თქმა უნდა, სურვილი აქვთ, რომ თავიანთი ხალხი იყოს ხელისუფლებაში.

რეალურად რა ხდება, ვისთან გვიწევს ბრძოლა, ვინ არიან მეორე მხარეს, ვისგან შედგება ეს ადამიანები - ამ ყველაფერზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმისთვის, რომ მარტივი ანალიზი გააკეთონ და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარტივი გადაწყვეტილება მიიღონ", - განაცხადა კახა კალაძემ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დღემდე არსებობენ მოქალაქეები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებებზე სამართლის აღდგენას ითხოვენ.

"ქართული ოცნება" როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში, მას არ ამოძრავებდა შურისძიების მოტივაცია. ბიძინა ივანიშვილმა მაშინ ასეთი სიტყვებით გამოხატა, როგორც სწორად მახსოვს - ჩვენ არ მოგეპყრობით ისე, როგორც იმსახურებთ, ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც ამას ქართველი ხალხი იმსახურებს. მოვიქეცით ღირსეულად. ამავდროულად, არ შეჩერებულა "ნაციონალური მოძრაობის" ის ქმედებები, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის ხელის შეშლას ნიშნავდა. ამის პარალელურად, მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების სასამართლოს წინაშე წარსდგომა. ეს პროცესი არასდროს შეჩერდება, სანამ სამართალი არ აღდგება. პოლიტიკური მდგენელის გარდა, არიან კონკრეტული მოქალაქეები, რომლებიც კვლავაც ითხოვენ სამართლის აღდგენას", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები