16 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
"ეს მუქარები არის სისუსტის ნიშანი. კონცეფცია, ომს გადაგარჩინეთ და ევროპისკენ მივდივართ, დაენგრათ" - გიგა ბოკერია მმართველ გუნდზე
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა სისუსტის ნიშანი იყო.
 
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს დათესოს შიში, რადგან, რეალურად, ისინი თავად  არიან პანიკაში. 
 
"ეს მუქარები არის სისუსტის ნიშანი. აქეთ მხარეს რადიკალური პანიკა დათესოს, ეს უნდა დავინახოთ, ისევე როგორც სამარცხვინო თავდასხმები და ძალადობა, როგორც მათი პანიკის დემონსტრირება. ის კონცეფცია, რაც ჰქონდათ - ომს გადაგარჩინეთ და ევროპისკენ მივდივართ, დაენგრათ ეს ტყუილი იმ ხალხის თვალშიც, ვინც აქამდე შეცდომაში იყო შეყვანილი და ამის გამო იქცევიან ასე", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.  
 
პოლიტიკური პლატფორმის "ერთიანობის" წევრის, გია ჯაფარიძის განცხადებით, ტრაგიკულია, როდესაც 12 წლიანი მმართველობის შემდეგ ებრძვი ისევ იმ პარტიას, რომელიც 12 წლის წინ დაამარცხე.
 
"ტრაგიკულია, როდესაც 12 წლიანი მმართველობის შემდეგ, ებრძვი ისევ იმ პარტიას, რომელიც დაამარცხე 12 წლის წინ. კიდევ უფრო ტრაგიკულია ის, რომ ბიძინა ივანიშვილისგან და მისი მომხრეებისგან კიდევ ერთხელ მოხდა საქართველოს დადანაშაულება 2008 წლის აგვისტოს ომში მაშინ, როდესაც მთელმა მსოფლიომ გაიაზრა რა ხდებოდა 2008 წლის აგვისტოში", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.
დღის ამბები