"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას, საზოგადოებრივი პლატფორმის ”საქართველოს ევროპული ორბიტის” აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია გამოეხმაურა.
მისი თქმით, ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა ღიმილის მომგვრელი იყო.
"არ არის ალბათ ეს ყველაფერი სასაცილო, მაგრამ მაინც ღიმილის მომგვრელი იყო. საფრთხეები როგორ არ არის რეალური, საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, მაგრამ იმის თქმა, რომ საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს ევროპული ინტეგრაცია, კარგია, რომ ამერიკასთან ურთიერთობებს გადავხედეთ და სტრატეგიული პარტნიორობა გავაჩერეთ, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი, ეს არის ტყუილი", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.