16 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
ქართული გამჭვირვალობის კანონი სრულად შესაბამისობაშია როგორც კონსტიტუციასთან, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან და წარმოუდგენელია სასამართლომ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს - არჩილ გორდულაძე

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში უცნაურს უწოდებენ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ ქართული გამჭვირვალობის კანონი სრულად შესაბამისობაშია, როგორც კონსტიტუციასთან, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან და მისივე თქმით, წარმოუდგენელია სასამართლომ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს:

"რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უცნაურია პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა, სულ რამდენიმე თვის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ იგი კონსტიტუციის დარღვევაში ამხილა და მან ძალიან მძიმე შეფასებები გამოიყენა, როგორც სასამართლოს, ასევე კონკრეტული მოსამართლეების მიმართ. ჩვენს მიერ მიღებული ქართული გამჭვირვალობის კანონი სრულად შესაბამისობაშია, როგორც კონსტიტუციასთან, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან. წარმოუდგენელია სასამართლომ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს ამ სტანდარტების გათვალისწინებით," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები