16 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც ვიქტორ ორბანის "სამშვიდობო მისიას“ გმობს

ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის "სამშვიდობო მისიას" გმობს.

რეზოლუციას, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ადასტურებს, კენჭისყრაში მონაწილე 679 ევროპარლამენტარიდან ხმა 495-მა მისცა.

ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობის მიერ მიღებული რეზოლუცია უკრაინის სამხედრო, ფინანსური და სხვა სახის დახმარების გაგრძელების, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერისა და გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესახებ მოწოდებებს მოიცავს.

დღის ამბები