16 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
პოლიტიკური თანასწორობის ინდექსით, საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა

პოლიტიკური თანასწორობის ინდექსით, საქართველო ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა. ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-15 პოზიციაზე დაწინაურდა, 11-წლიანი პროგრესით, მსოფლიოს საუკეთესო შვიდეულში, ევრაზიის კონტინენტზე კი პირველ ადგილზეა.

მონაცემები გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ "დემოკრატიის მრავალფეროვნებამ" გამოაქვეყნა. ერთ წელში საქართველოს სარეიტინგო პოზიცია 30-დან 15 ადგილით გაუმჯობესდა.

პოლიტიკური თანასწორობის ინდექსი განიმარტება, როგორც "პოლიტიკური ჯგუფების თანასწორობა სამოქალაქო თავისუფლებების მიმართ" და იკვლევს "სარგებლობენ თუ არა ყველა პოლიტიკური ჯგუფის წევრები სამოქალაქო თავისუფლებებით ერთნაირი დონით, თუ ზოგიერთი ჯგუფი ზოგადად უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაშია?".

2012 წლის შემდეგ, შეფასების გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო შვიდეულში მეექვსეა, ევროპაში და ევრაზიის კონტინენტზე კი პირველზე.

საქართველოს 2012 წელს პოლიტიკური თანასწორობის მიხედვით, მსოფლიოში 84-ე პოზიცია ეკავა, შემდგომ 11-წლიან პერიოდში კი 69 ადგილით დაწინაურდა.

დღის ამბები