16 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ჩემი ყველა მცდელობა, დამერწმუნებინა საერთაშორისო წარმომადგენლობები, რომ ქართველებსა და საქართველოზე წარმოდგენები გაეფართოებინათ ენჯეოსექტორს მიღმაც, წარუმატებელი იყო, მცირე გამონაკლისის გარდა - ანჯაფარიძე

ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, მრავალი წელი მქონდა ურთიერთობები საერთაშორისო წარმომადგენლობებთან, ვამჩნევდი ამ დამოკიდებულებას და ჩემი ყველა მცდელობა დამერწმუნებინა ისინი, რომ ქართველებსა და საქართველოზე წარმოდგენები გაეფართოებინათ ენჯეო სექტორს მიღმაც, წარუმატებელი იყო, მცირე გამონაკლისის გარდა, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას - "რატომღაც ყველა თვლის, რომ ვისაც 20 ხინკალი და 2 ხაჭაპური უჭამია ამ ქვეყანაში, საქართველოზე უნდა ილაპარაკოს."

ექსპერტის თქმით, ეს პროცესი დიდი ხანია დაიწყო და მსგავსი დამოკიდებულება წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, რის მიზეზიც ისაა, რომ საერთაშორისო წარმომადგენლობებს არ სურთ იმ კომფორტის ზონიდან გამოსვლა, რომელიც თავად შეიქმნეს ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის დახმარებით.

"ეს პროცესი არ დაწყებულა არც გუშინ და არც გუშინწინ, წლობით ყალიბდებოდა ეს დამოკიდებულება.

ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, მრავალი წელი მქონდა ურთიერთობები საერთაშორისო წარმომადგენლობებთან, ვამჩნევდი ამ დამოკიდებულებას და ჩემი ყველა მცდელობა დამერწმუნებინა ისინი, რომ ქართველებსა და საქართველოზე წარმოდგენები გაეფართოებინათ ენჯეო სექტორს მიღმაც, წარუმატებელი იყო, მცირე გამონაკლისის გარდა.
ამის მიზეზი ჩემი აზრით, არის ის რომ ამ ხალხს არ სურთ იმ "კომფორტის ზონიდან" გამოსვლა, რომელიც ამ საკითხზე თავად შეიქმნეს, რა თქმა უნდა, აქაური ენჯეოების დახმარებითაც.

უნივერსალური პრინციპი: ხელი ხელს ბანს ორივე ერთად კი პირს, ყველგან და ყოველთვის მოქმედებს." - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები