ბინა, რომელიც მეზობლების ნაწილს იქ მომხდარი ინცინდენტის გამო ახსოვთ დღეს დაკეტლია. საცხოვრებლის ოფიციალურ მფლობელად მრიცხველზე ურთმელიძეა მითითებული, თუმცა მეზობლების გადმოცემით ბოლო შემთხვევის შემდეგ მეპატრონეებმა ის გააქირავეს.
ინცინდენტი კი რომლის გახსენებაც მეზობლებს ან უჭირთ ან არ სურთ 2014 წლის იანვარში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით ურთმელიძეებს შვილის გარდაცვალების შემდეგ სიძესთან ბინის თაობაზე ურთიერთობა დაეძაბათ. მათი გადმოცემით სიძე რომელიც ქუთაისში მუშაობდა თბილისში პერიოდულად ჩამოდიოდა და ცოლის მშობლებს სახლიდან გაძევებით ემუქრებოდა. მათივე თქმით, გასული წლის ინავარში ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტის შემდეგ სიდედრის მოქნეული ცივი იარაღით სიძე დაიჭრა.
მეზობლები ამბობენ, რომ სიძე-სიდედრის კონფლიქტისათვის მაშინ ყურადღება არ მიუქცევიათ, რადგან ურთმელიძეების სახლიდან იმ პერიოდში ხმაური ხშირად გამოდიოდა. ადგილობრივების ინფორმაციით ამ კონფლიქტში არასდროს ჩარეულა მდინარა გიორგობიანის შვილი თამაზ ურთმელიძე, რომელიც მაშინაც თანამდებობაზე მუშაობდა.
სიძე-სიდედრს შორის მომხდარ კონფლიქტს მეზობლებიდან უშუალოდ არავინ შესწრებია. უმეტესობამ მომხდარი ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ გაიგო.
თითქმის ორი წლის წინ მომხდარი ინცინდენტის დეტალების გარკვევა კურიერს დღეს თავად მდინარა გიორგობიანთან სურდა, თუმცა მისი პოვნა ვერც თბილისში და ვერც რეგიონში ვერ მოხერხდა. თითქმის მთელი დღე დაკეტილი იყო მოსამართლე თამაზ ურთმელიძის სახლიც, სადაც სავარაუდოდ მისი დედა ცხოვრობს.
კურიერის ინფორმაციით სახლში მომხდარი ინცინდენტისას მოსამართლე ურთმელიძის დედის მიერ დაჭრილი სიძე ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მიიყვანეს, სადაც მას ჭრილობა დაუმუშავეს. რამდენად მძიმე იყო ვალერი სილაგაძის მდგომარეობა უცნობია. ცენტრის თანამშრომელბმა გასული წლის იანვარში მიღებულ პაციენტზე დღეს კომენტარი არ გააკეთეს.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე