16 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
"ნაცმოძრაობის" დროს ამნისტია ნიშნავდა სიკვდილისგან დახსნას, ჩვენი ხელისუფლების პირობებში კი, ის იმ პატიმრების გათავისუფლებასა და რესოციალიზაციას ნიშნავს, რომელთა უფლებებიც დაცულია - გურამ მაჭარაშვილი

"ნაცმოძრაობის" დროს ამნისტია ნიშნავდა სიკვდილისგან დახსნას, ჯანმრთელობის დაზიანებისა და განადგურებისგან დახსნას, პირდაპირი გაგებით, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით საუბრისას.

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, დოკუმენტის მიზანია, ევროპული პრაქტიკის მსგავსად, ბალანსი დაცული იყოს.

"ამნისტიის აქტი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ნიშნავს მართლაც პატიმრების, რომელთა უფლებები დაცულია, გათავისუფლებასა და რესოციალიზაციას. "ნაცმოძრაობის" დროს ამნისტია ნიშნავდა სიკვდილისგან დახსნასა და ჯანმრთელობის დაზიანებისა და განადგურებისგან დახსნას, პირდაპირი გაგებით. ჩვენ, ევროპის ქვეყნების მსგავსად, გვინდა, რომ ბალანსი დავიცვათ. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტ პატიმარს შეეხოს, ან გათავისუფლება მთლიანად, ან სასჯელის შემცირება; მეორეს მხრივ, გვინდა, რომ არ დავაზიანოთ ბალანსი, რომ შემდგომ არ მოხდეს კრიმინალის გაზრდა," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

დღის ამბები