20 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე - არასამთავრობოები სასამართლოზე ზეწოლაზე საუბრობენ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

ინფორმაცია, რომლის გამოც რუსთავი 2-ის წარმომადგენლები მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილებას მოითხოვენ, ნიკა გვარამიამ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელებს დეტალურად გააცნო. რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ახალი გარემოებების გამო, რომელიც ურთმელიძის დედას უკავშირდება, მოსამართლე ობიექტური განაჩენის გამოტანას ვერ შეძლებს.

რუსთავი 2-სთვის ცნობილი ხდება, რომ სამართლებრივ დავაში შესაძლოა ირაკლი ოქრუაშვილიც ჩაერთოს. ირაკლი ოქრუაშვილის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ახალი გარემოებების გამო, არასამთავრობო სექტორი სპეციალური მიმართვის ტექსტს უახლოეს მომავალში საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნის. მათი შეფასებით პროცესები, რომელიც რუსთვი 2-ის ირგვლივ მიმდინარეობს, არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ტელეკომპანიას, არამედ დემოკრატიულ პროცესს დააზარალებს. 

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები პროცესში მონაწილე მეორე მხარისგანაც ახსნა-განმარტებებს ითხოვენ. მესამე სექტორი სასამართლო სისტემაზე ზეწოლაზეც საუბრობს.

რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო პროცესი 19 ოქტომბერს არის ჩანიშნული. პროცესზე დასწრებას არასამთავრობო სექტორის წარმომდგენლებიც გეგმავენ.

ავტორი:ნატა მახვილაძე

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები