მსოფლიო ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურის მოხსნას აფასებენ.
"ჩვენ პატივს ვცემთ მკაცრ, მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილებას. უკრაინა მადლიერია მისი თავისუფლებისთვის ბრძოლაში პრეზიდენტ ბაიდენის ურყევი მხარდაჭერისთვის, ყოველთვის მადლობელი ვიქნებით პრეზიდენტ ბაიდენის ლიდერობისთვის," - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე.
ბაიდენს ისრაელელი ხალხის მეგობრობისა და მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ისრაელის პრეზიდენტმაც. ისააკ ჰერცოგმა ბაიდენს სოციალურ ქსელში ებრაელი ხალხის ჭეშმარიტი მოკავშირე უწოდა.
ამავე თემას ეხმიანება გაერთიანებული სამეფოს პრემიერი.
"ვიცი, რომ როგორც ის ამას აკეთებდა თავისი შესანიშნავი კარიერის განმავლობაში, პრეზიდენტი ბაიდენი მიიღებს გადაწყვეტილებას იმის საფუძველზე, რაც მას სჯერა, რომ ამერიკელი ხალხის საუკეთესო ინტერესებშია", - დაწერა კეირ სტარმერმა პლატფორმა X-ზე.