16 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
გლობალურ ომის პარტიაში არ ვგულისხმობთ აშშ-ს და ევროკავშირს, მაგრამ გლობალურ ომის პარტიას აქვს გავლენა მათ ოფიციალურ სტრუქტურებზე - ირაკლი კობახიძე

"რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% - ეს არის მოცემულობა. რაც შეეხება საფრთხეებს და პრობლემებს სხვა მიმართულებით - ჩვენ ვსაუბრობთ, ვინც ქმნის პრობლემას საქართველოსთვის და ეს არის გლობალური ომის პარტია", - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისივე თქმით, გლობალურ ომის პარტიას პრინციპული გავლენა აქვს აშშ-სა და ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებზე.

"რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% - ეს არის მოცემულობა. რაც შეეხება საფრთხეებს და პრობლემებს სხვა მიმართულებით - ჩვენ ვსაუბრობთ, ვინც ქმნის პრობლემას საქართველოსთვის და ეს არის გლობალური ომის პარტია. ჩვენ არაერთხელ დავაკონკრეტეთ, რომ გლობალურ ომის პარტიაში არ ვგულისხმობთ აშშ-ს და ევროკავშირს, უბრალოდ, სამწუხაროდ, გლობალურ ომის პარტიას აქვს ძალიან პრინციპული გავლენა როგორც ამერიკის, ისე ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებზე. მე ვთქვი, რომ ევროკავშირსაც და აშშ-საც სჭირდება დეოლიგარქიზაცია. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და ხვდება ამ ყველაფერს და სწორედ ამის შედეგია, რომ ჩვენ, ძალიან სერიოზული წნეხის მიუხედავად, 2022 წლიდან დღემდე მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები