"მინდა გაგახსენოთ - მან 2 მილიარდი დოლარი მიანდო შვეიცარიულ ბანკს და ეს 2 მილიარდი სადაც არის, თქვენ კარგად მოგეხსენებათ. ასეთ პირობებში, სპეკულირება ბიძინა ივანიშვილის თანხებთან დაკავშირებით არის უბრალოდ სამარცხვინო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვის პასუხად პრემიერმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის გეგმები საზოგადოებისთვის ცნობილია, რადგან ის საჯაროდ საუბრობს მათ შესახებ.
"რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მისი გეგმები არის საყოველთაოდ ცნობილი. მას აქვს კონკრეტული ინიციატივები, რაზეც ყოველთვის საჯაროდ საუბრობს ხოლმე საზოგადოების წინაშე. ერთი მთავარი რამ მინდა გაგახსენოთ - მან 2 მილიარდი დოლარი მიანდო შვეიცარიულ ბანკს და ეს 2 მილიარდი სადაც არის, თქვენ კარგად მოგეხსენებათ. ასეთ პირობებში, სპეკულირება ბიძინა ივანიშვილის თანხებთან დაკავშირებით არის, უბრალოდ, სამარცხვინო, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან," - განაცხადა პრემიერმა.