რუსთავი 2-ის საქმესთან დაკვშირებით მოვლენების განვითარებას საპარლამენტო ოპოზიციაში ეხმაურებიან. ის ფაქტი, რომ მოსამართლის დედის მიმართ 1 წლის შემდეგ საქმის გამოძიება განახლდა ოპოზიციისთვის იმის ნიშანია, რომ რუსთავი 2-ის საქმის განმხილველ მოსამართლე ურთმელიძეზე ზეწოლა ხორციელდება.
"2015 წლის სექტემბერში პროკურატურას გაახსენდა, რომ 2014 წელს ურთმელიძის დედა ნაჯახით დასდევდა თავისი ოჯახის წევრებს. დაიბარეს ოჯახის წევრი და ცნეს დაზარალებულად და ურთმელიძესაც მიანიშნეს, რომ მის დედაზე იქნებოდა აღძრული სისხლის სამართლის საქმე. აქედან კარგად ჩანს როგორ მართავს პროკურატურა და ხელისუფლება სასამართლოს,"- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა.
ამავე თემაზე განცხადება გააკეთა თავისუფალი დემოკრატების წევრმა და დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ.
"თუ ვის ინტერესებში შედის რუსთავი 2-ის დახურვა ან თავის სასარგებლოდ მორგება ეს რათქმაუნდა ხელისუფლების ინტერესშია. რათქმაუნდა თუ ადამიანი იმყოფება შანტაჟის ქვეშ ბუნებრივია მის მიმართ განხორციელდება ზეწოლა და მოხდება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მეორე მხარის ინტერესებში არ შედის,"- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.