რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის დედის წინააღმდეგ აღძრული საქმით იუსტიციის მინისტრი დაინტერესდება. ამის შესახებ განცხადება თეა წულუკიანმა კურიერის ჟურნალისტთან საუბრის დროს განაცხადა. "გავერკვევი არ ვიცი,"- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
წულუკიანმა რუსთავი 2-ის საქმეზეც ისაუბრა და მოუწოდა მოსამართლეს, რომ თუ არის შესაძლებლობა საქმე არსებითად დროულად განიხილოს.
"პირობები უნდა შევუქმნათ სასამართლოს, რომ მშვიდ გარემოში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღონ. ბევრჯერ ვისურვე და კიდევ ერთხელ ვისურვებ, რომ
მოსამართლემ რაც შეიძლება მალე თუ მას ეს შეუძლია საქმის მასშტაბურობიდან გამომდინარე განიხილოს არსებითად ეს დავა. ეს სამართლებრივი დავები მესაკუთრეებს შორის
იწვევს ჟურნალისტებში ემოციურ ფონს და გისურვებთ, რომ ეს დავა მალე დასრულებულიყო,"- განაცხადა წულუკიანმა.