16 ნოემბერი 2024,   15:23
ვრცლად
სასამართლო პრეზიდენტის უფლებებში კი არ ჩაერია, თავისი ვალდებულება შეასრულა - გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილების შეჩერებაზე

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც შეჩერდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად პრეზიდენტის მიერ კახა წიქარიშვილის დანიშვნის განკარგულება, ეხმაურებიან პოლიტიკურ სპექტრში.

ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რომელიც ასახავს კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლის მცდელობასა და პრეზიდენტის უფლებამოსილების უგულებელყოფას.

”ქართულ ოცნებაში” კი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტი არის მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივა და მან, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, საკუთარი ვალდებულება შეასრულა.

"სასამართლომ საჭიროდ ჩათვალა და შეაჩერა პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი. ეს ვინმეს შეიძლება სწორად ან არასწორად მიაჩნდეს, მაგრამ იმის თქმა, ვინ ეკითხება მოსამართლესო, არის სამარცხვინო. შეიძლება, ვინმემ გააკრიტიკოს სასამართლოს გადაწყვეტილება შეჩერებასთან დაკავშირებით, მაგრამ სასამართლო პრეზიდენტის უფლებებში კი არ ჩაერია, თავისი ვალდებულება შეასრულა ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები