16 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის მომავალი - მეთიუ მილერი

მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის მომავალი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

"არაერთხელ გვინახავს რუსეთის არა მხოლოდ არაერთი მცდელობა, არამედ პირდაპირი ჩარევა არჩევნებში, როგორც რეგიონში, ისე - მთელ მსოფლიოში. ჩვენ ყოველთვის ფხიზლად ვართ და ვაკვირდებით ამას. როგორც ჩვენგან არაერთხელ გსმენიათ, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა – და მხოლოდ ქართველმა ხალხმა – გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის მომავალი“, – აღნიშნა მილერმა.

დღის ამბები