16 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
სასამართლომ ჩაიდინა სამართლებრივი აბსურდი - ანა ნაცვლიშვილი
უმძიმესი ვითარებაა - იცით, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ამას ზემოდან უმატებს "ქართული ოცნება" კონსტიტუციის უგულებელყოფას, პრეზიდენტის უფლებამოსილებაში პირდაპირ და უხეშ ჩარევას, კლანური მართლმსაჯულების ნათელ გამოვლინებასა და, სამწუხაროდ, კიდევ ერთ მძიმე დარტყმას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან მიმართებით, - ასე გამოეხმაურა "ერთიანობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებას.
 
მისი თქმით, ქვეყანას მართავს "კლანი", რომელსაც "მიტაცებული აქვს ძალაუფლება და ქვეყანაში აღარ არის კანონი და კონსტიტუცია".
 
"არ არსებობს, სამწუხაროდ, არც კონსტიტუცია, აღარც კანონი, ქვეყანას მართავს "კლანი", რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება და რომელსაც უნდა, თვითონ გამდიდრდეს, ხალხი უკიდურესად მძიმე ვითარებაში იყოს და, ნებისმიერ ფასად, ხელისუფლება შეინარჩუნოს. ამ უმძიმესი ვითარებიდან გამოსავალი ერთიანობაა. ერთიანობით, 26 ოქტომბერს, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რომ ყველა ეს ბედუკუღმართი ნაბიჯი, რომელიც ახლა ხდება ქვეყანაში, ყველა ეს ანტიქართული, ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები, რომელიც ხდება, უმოკლეს ვადაში აღმოვფხვრათ და დაჩქარებული წესით წავიდეთ ევროკავშირისკენ. ამ გზით, ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 
 
"ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სასამართლომ, თავისი გადაწყვეტილებით, გააუქმა საქართველოს კონსტიტუცია. 
 
"სასამართლომ ჩაიდინა სამართლებრივი აბსურდი. ამ ქვეყანაში ვერ იპოვით ერთ კვალიფიციურ იურისტს მაინც, ვინც იტყვის, რომ ეს უფლებამოსილება სასამართლოს ჰქონდა. სასამართლომ გააუქმა ამ ქვეყნის კონსტიტუცია. რატომ აკეთებს ამას?! იმიტომ, რომ კლანი იყოს კომფორტში და საზოგადოების თვალი და ყური არ შევიდეს სასამართლო სისტემაში", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 
დღის ამბები