16 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
სასამართლოს ნებისმიერი სამართლებრივი აქტის შეჩერება შეუძლია - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სასამართლოს შეუძლია, ნებისმიერი სამართლებრივი აქტი შეაჩეროს, - მაჭარაშვილმა ეს კომენტარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებასთან დაკავშირებით გააკეთა.

"სასამართლოს შეუძლია, ნებისმიერი სამართლებრივი აქტი შეაჩეროს. ეს არის ანი და ბანი. ეს იცის პირველკურსელმა იურისტმა. პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეს უნდა იცოდეს. ასეთი უცოდინრების მთელი გუნდი რომ ჰყავს ზურაბიშვილს თავის ირგვლივ, იმიტომ არის მისი საქმე კარგად, უკუღმა რომ მიდის", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები