ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმესთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, "თავიდანვე ცნობილი იყო რადიკალებისთვის, რომ საქმე ტერორიზმის მუხლითაც იყო აღძრული", თუმცა ისინი ამას გულდასმით მალავდნენ, რაც კონკრეტულ ეჭვებს ბადებს.
"ერთი წამით, დავუშვათ, რომ სანამ გამოკითხვაზე მივიდოდნენ, არ იცოდნენ, რომელიმე მოწმე არ იყო საქმის კურსში, გამოკითხვიდან გამოსულებმა ხომ უკვე ყველამ იცოდა, რომ მიდიოდა საქმე ტერორიზმის მუხლით? ტელევიზიები, პოლიტიკოსები, თავად მოწმეები რატომ არ ამბობდნენ ამ ყველაფერს, მინიმუმ ძალიან საეჭვო არ არის? ამაში გაიშიფრნენ, ყველა საქმის კურსში იყო, რაში იყო საქმე, რომ თურმე, ბიძინა ივანიშვილისა და "ოცნების" სხვა ლიდერების მკვლელობას, აფეთქებასა და ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ და ამის მეშვეობით - სახელმწიფო გადატრიალებას. მაინც და მაინც ტერორიზმის მუხლს არ ახსენებდნენ. გაუთქმელობა ტერორიზმის მუხლს ეხებოდა და შეთქმულებას არა? ეს რანაირი არგუმენტია? ტელევიზიების ნარატივები ნახეთ, მხოლოდ შეთქმულებაზე ლაპარაკობდნენ და როცა გამოჩნდა, რომ ტერორიზმის მუხლიც იყო, მერე დაიწყეს ამაზე საუბარი. სუს-მა დაადასტურა ტერორიზმისა და შეთქმულების მუხლიც“, - განაცხადა მდინარაძემ.
ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიება გრძელდება.