16 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
ძველი "ნაციონალური მოძრაობა" სამწუხაროდ ლახავს 5-პროცენტიან საარჩევნო ბარიერს, ახალი "ნაციონალური მოძრაობა" ეპოტინება ამ მიზანს, დანარჩენები ცდილობენ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ უახლოვდებიან - მამუკა მდინარაძე

ვერც ერთი მათგანი, გარდა ერთი პარტიისა 5-პროცენტიან ბარიერს ადვილად ვერ ლახავს. მცირე შანსი აქვს "ნაციონალური მოძრაობის" მეორე დანაყოფს, ე.წ. ახალ "ნაციონალურ მოძრაობას", -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.

"ძველი "ნაციონალური მოძრაობა" სამწუხაროდ, ლახავს 5-პროცენტიან საარჩევნო ბარიერს, ახალი "ნაციონალური მოძრაობა" ეპოტინება ამ მიზანს, დანარჩენები ცდილობენ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ უახლოვდებიან. ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას. დავალებული აქვთ, რომ მათ რამენაირად დააშორონ საკონსტიტუციო უმრავლესობას "ქართული ოცნება" და შემდეგ ილაპარაკონ არჩევნების ლეგიტიმურობაზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოში უპრეცედენტო დემოკრატიული არჩევნები რომ ჩავატაროთ, ამ შემთხვევაშიც კი, მეორე დღიდან დაიწყებენ აქციებს და ეს იქნება ხელისუფლების კიდევ ერთხელ ამოყირავების მცდელობა, რაც შემიძლია გარანტირებულად გითხრათ, რომ იქნება წარუმატებელი", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები