ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. მხარეები მსჯელობენ საოკუპაციო ხაზთან, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე.
ამ დროისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში, უკანონო პატიმრობაში საქართველოს 8 მოქალაქე რჩება. ბოლო პერიოდში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ იყო უკანონო ბორდერიზაციის 8 შემთხვევა.