16 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
ორი მთავარი გზავნილი მოვისმინეთ - "ქართულმა ოცნებამ", "რუსული კანონით", ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური გზა შეაჩერა და კარი გამოიჯახუნა - თეონა აქუბარდია აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაზე

ამერიკის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებს "ქართულ ოცნებაში" უსაფუძვლოსა და უსამართლოს უწოდებენ.

მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს რუსულთან საერთო არაფერი აქვს და კონგრესმენებს ქართული კანონის შესახებ არასწორი ინფორმაცია აქვთ. ეს კი, მათივე განცხადებებით, დადასტურდა, როცა, კანონების შედარების დროს, არაერთი უზუსტობა დაუშვეს.

საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოსთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას იზიარებს ოპოზიცია, სადაც მწვავე გზავნილებს ხელისუფლების გაფრთხილებად აფასებენ.

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, აშშ-ის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ქართველი ხალხის მხარდასაჭერად კეთდება.

"მთავარი ორი გზავნილი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, არის ის, რომ "ქართულმა ოცნებამ", "რუსული კანონით", ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური გზა შეაჩერა და კარი გამოიჯახუნა. მეორე - დამატებითი სანქციები "ქართულ ოცნებაზე" გაგრძელდება. მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, თუნდაც რაიმე ტიპის ურთიერთობების გადატვირთვის აშშ-თან. ეს ყველაფერი ქართველი ხალხის მხარდასაჭერად კეთდება და, დარწმუნებული ვარ, აშშ კიდევ უფრო მეტ სიცხადეს შესძენს არა მხოლოდ სანქციების პოლიტიკას, არამედ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, წინასაარჩევნოდ", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები