ძირითადად, ეს იყო კლიშეები, პოლიტიკური ზეწოლის მიზნით გაკეთებული გარკვეული განცხადებები, რომლის უკანაც, ფაქტობრივად, არის სიცარიელე, - ასე შეაფასა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ამერიკის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადებები.
მისი განმარტებით, მიუხედავად ობიექტური სურათისა, გარკვეული ძალები დაუსაბუთებელი და არასწორი ფრაზების თქმით ცდილობენ ვითარების დაძაბვას.
"ძირითადად, ეს იყო კლიშეები, პოლიტიკური ზეწოლის მიზნით გაკეთებული გარკვეული განცხადებები, რომლის უკანაც, ფაქტობრივად, არის სიცარიელე. რა დასაბუთება უნდა ჰქონდეს საქართველოში სანქციას, გარდა იმისა, რომ გვასანქცირებენ იმ პოლიტიკის არგატარების გამო, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია და რომელიც აშშ-ს უნდა. ჩვენი ქვეყანა იცავს თავს და ცდილობს, საკუთარი ინტერესები წინ დააყენოს. ის ძალები, ამით, რა თქმა უნდა, ღიზიანდებიან და, მიუხედავად ამ ობიექტური სურათისა, ასეთი ეპითეტებით, დაუსაბუთებელი, არასწორი ფრაზების თქმით ცდილობენ, რომ დაძაბონ ვითარება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.