16 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
"ოპოზიციას აქ აქვს არანაირი პრინციპი, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან არის დაკავშირებული" - ირაკლი ქადაგიშვილი წინასაარჩევნოდ ოპონენტების შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობს

მმართველი გუნდი, წინასაარჩევნოდ, ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობს. ნიკა გვარამიას შემდეგ, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში, გიორგი ვაშაძემაც განაცხადა, რომ მას არასდროს მოუთხოვია, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს. "ქართულ ოცნებაში" ამომრჩევლის გულის მოგების მცდელობაზე საუბრობენ. იხსენებენ "ლელოს" 9-პუნქტიან გეგმასაც, რომელიც პარლამენტში რამდენიმე თვის წინ დააინიცირეს და რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესება და ფრენების აკრძალვა მოითხოვეს, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, წინასაარჩევნოდ, ამ თემებზე აღარც "ლელოში" საუბრობენ.

"ამ ოპოზიციას არანაირი პრინციპი, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან არის დაკავშირებული, არ გააჩნია. მათი პრინციპია, გარკვეულ მომენტში, ხელისუფლების წაპოტინებასთან დაკავშირებით, რაც აწყობთ, ის განცხადებები გააკეთონ. ჩვენ გვახსოვს მათი აგრესიული რიტორიკა, რომელიც მიტინგებით იყო ორგანიზებული, სადაც, ფაქტობრივად, საქართველოს მოუწოდებდნენ რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში შესვლისკენ - დაწყებული სანქციების დაწესებით, გაგრძელებული მოხალისეთა გაგზავნით, მაგრამ დღეს არჩევნები მოდის - ლაპარაკობენ, რომ თუ ქართველი ხალხის დაკვეთა არის მშვიდობა, ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას, თუ ქართველი ხალხის დაკვეთა არის ვაჭრობა, იგივე ფენები და მიმოსვლა რუსეთთან, რა თქმა უნდა... და არასდროს ეგეთი რამ ჩვენ არ გვიხსენებიაო. იგივე, "ლელოს" პროგრამაში წერია ხომ პირდაპირ - საქართველოს თავდაცვისთვის მნიშვნელოვანია რუსეთისთვის პირდაპირი სანქციების შემოღება," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები