16 სექტემბერი 2024,   23:04
ვრცლად
"არ ყოფილა მსგავსი გიჟი მათ შორის, ვისაც ოდესმე თეთრი სახლი დაუკავებია" - დონალდ ტრამპი კამალა ჰარისზე

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, ჩრდილოეთ კაროლინაში რალის დროს, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, კამალა ჰარისი გააკრიტიკა როგორც "ულტრალიბერალური მამოძრავებელი ძალა", რომელიც პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო იმიგრაციასთან დაკავშირებით.

ტრამპის თქმით, ჰარისი ყველაზე რადიკალური მემარცხენე ექსტრემისტია და "არ ყოფილა მსგავსი გიჟი მათ შორის, ვისაც ოდესმე თეთრი სახლი დაუკავებია."

"ის უვარგისია ხელმძღვანელობისთვის, ის ჩვენ ქვეყანას გაანადგურებს, თუ ოდესმე აირჩევა," - განაცხადა ტრამპმა რალის დროს.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ კამალა ჰარისის ნდობა არ შეიძლება, რადგან მან ყველაფერზე შეიძლება მოიტყუოს, თუკი ის ასე თავხედურად იტყუება ჯო ბაიდენის გონებრივ უუნარობასთან დაკავშირებით.

 

დღის ამბები