16 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები იმაზე ინტენსიური გახდება, ვიდრე ოდესმე ყოფილა - რატი ბრეგაძე

ქართულ-ამერიკული ურთიერთობები აუცილებლად დაუბრუნდება ნორმალურ ფარგლებს, დარწმუნებული ვარ, ის კიდევ მეტად გაძლიერდება, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მალე გახდება იმაზე ინტენსიური, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

"სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ქართულ-ამერიკულმა ურთიერთობებმა მიაღწია უმაღლეს ნიშნულს. ნებისმიერ ურთიერთობაში შესაძლებელია, რომ არსებობდეს გარკვეული მომენტები, როდესაც არის მცირედი გაუგებრობები. ჩვენს ურთიერთობას აქვს ისეთი დიდი პოტენციალი და იმდენად ბევრი რესურსი, რომ დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გეუბნებით, რომ სულ მალე ეს ნიშნული უფრო მაღალ საფეხურზე იქნება", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დღის ამბები