16 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
როდესაც მოძმე უკრაინელები სამართლიან მშვიდობას მიაღწევენ, ჩვენი ქვეყნის მიმართ გაცხოველებული ინტერესი იქნება ძალიან მალე შეცვლილი - ალუდა ღუდუშაური

აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობაზე საუბრობენ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები აუცილებლად დაუბრუნდება ნორმალურ ფარგლებს და იმაზე ინტენსიური გახდება, ვიდრე მანამდე.

"როდესაც ჩვენი მოძმე უკრაინელები სამართლიან მშვიდობას მიაღწევენ და დაასრულებენ საომარ მოქმედებას ოკუპანტ რუსეთთან, იმ წუთასვე ჩვენი ქვეყნის მიმართ გაცხოველებული ინტერესი იმისა, რომ საქართველოს მოქმედებები იყოს მკვეთრი, იქნება ძალიან მალე შეცვლილი.

უპირველესი არის საქართველო და ქართველი ხალხი. ნებისმიერი პირი, პოლიტიკოსი იქნება, თუ ვინც მიიჩნევს, რომ არის ამ ქვეყნის მოქალაქე, ვინც დადის და სხვაგან არის მომზირალი, როგორი პარტნიორი ქვეყანაც არ უნდა იყოს, მისი მომავალი არის დასრულებული. მე ვისურვებდი, რომ ამ სიტყვებისა და კრიტიკის მიღმა არ იყოს სიცარიელე და იყოს კონკრეტული მტკიცებულებები," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა.

დღის ამბები