16 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
ის, რომ ყოველ 100 მეტრში უნდა იყოს გახსნილი საარჩევნო უბანი, არ მგონია რელევანტური მოთხოვნა იყოს - ალუდა ღუდუშაური

საპარლამენტო უმრავლესობა წევრი, ალუდა ღუდუშაური ეხმიანება "კოალიცია ცვლილებებისთვის" მოთხოვნას, ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნის შესახებ.

მისი განცხადებით, ყველას ექნება შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს.

"საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს არაერთი განცხადება გაკეთებული, ჩვენც არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება ამასთან დაკავშირებით. მთავარია, რომ ყველას ექნება შესაძლებლობა, მაგრამ ის, რომ ყოველ 100 მეტრში უნდა იყოს გახსნილი საარჩევნო უბანი, არ ვიცი - არც ამისი სპეციალისტი ვარ და არც მგონია, რომ ეს იყოს რელევანტური მოთხოვნა. მთავარია, რომ ყველას ექნება შესაძლებლობა, თავისი არჩევანი დააფიქსიროს," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური.

დღის ამბები