პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე საუბრობს.
იონათამიშვილის შეფასებით, შალვა პაპუაშვილის განცხადებები ოპოზიციის ლუსტრირება იყო.
"პარლამენტის თავმჯდომარემ ფაქტებით მოახდინა რადიკალური ოპოზიციის ლუსტრირება. თუ ჰგონია ვინმეს ჩვენ საზოგადოებაში, რომ დაავიწყდება მათი მავნებლური რიტორიკა, ბუნება და განცხადებები, ძალიან ცდება. როგორც ჩანს, ისინი არიან ძალიან შეშინებულები, ვინაიდან, მოუწევთ საზოგადოებასთან პირისპირ შეხვედრა და ამ შეხვედრის რადიკალურ ოპოზიციას ეშინია, რადგან საკუთარი უსამშობლობით, მოღალატეობრივი საქმიანობით დაამახსოვრეს მხოლოდ ჩვენს ხალხს თავი, მაგრამ მათ მოუწევთ თვალებში ჩახედონ ჩვენს საზოგადოებას და შემდეგ უკვე 26 ოქტომბრის არჩევნებზე მათ გარდაუვალი, გამანადგურებელი მარცხი ელით," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.