პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ წინასაარჩევნო აგიტაციაში არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩართულნი, ოპოზიციურ სპექტრში აფასებენ.
"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია პრობლემას ვერ ხედავ იმაში, რომ წინასაარჩევნოდ სამომავლო გეგმები დასახონ, თუმცა არ იცის ვისი ფული იხარჯება აღნიშნულ ღონისძიებებში.
"ზოგადად იმაში არაფერია არ არის გასაკვირი, რომ ხალხთან ერთად მსჯელობდნენ იმაზე, თუ რა მოხდება ქვეყანაში შემოდგომაზე და საკუთარ გეგმებს ამზადებდნენ. არც ვიცი დონორების ფულით არის თუ არა. "ლელოს" დონორების ფული არ სჭირდება იმისთვის, რომ თავის წარმომადგენელი ბათუმში დაასვენოს თავის NGO მეგობრებთან ერთად. ვერ გეტყვით რაში იხარჯება ეს ფული, ვისი ფულია, მაგრამ ლაპარაკი მომავალთან დაკავშირებით პრობლემა არ არის. პრობლემა ის არის, რომ ვითომ ლაპარაკობენ. საბოლოო ჯამში, მგონი "ლელოს" ფულებით ერთობიან ზღვაზე", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
"სტრატეგიული აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამ არჩევნებზე გადაწყდება, როგორ ქვეყანაში გვინდა რომ ვიცხოვროთ.
"ეს არჩევნები არის იმაზე თუ როგორ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ, დაპირისპირების ქვეყანაში თუ ერთიანობის ქვეყანაში. ჩვენ ვართ სრულად მომზადებული იმისთვის, რომ არცერთი ხმა არ გავაყალბებინოთ "ქართულ ოცნებას", ამას როგორ ვიზამთ ნახავთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.