კამალა ჰარისი, დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზადაა. ამის შესახებ ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა. დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელებმა, მეორე დებატი 10 სექტემბერს ჩანიშნეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, ჯერჯერობით გაურკვეველია, ჩატარდება თუ არა ისევ დებატები.
"ბევრმა თქვენგანმა მკითხა დებატების შესახებ. გეტყვით, რომ მზად ვარ დონალდ ტრამპთან დებატებისთვის. მე დავთანხმდი აქამდე შეთანხმებულ 10 სექტემბრის დებატებს. მანამდე, ისიც თანახმა იყო. ახლა ჩანს, რომ უკან იხევს, მაგრამ მე მზად ვარ. ვფიქრობ, ამომრჩევლები იმსახურებენ დებატების სცენაზე ნახონ გაყოფილი ეკრანი, რომელიც არსებობს ამ რბოლაში. მე მზად ვარ!" - აღნიშნა კამალა ჰარისმა.
კამალა ჰარისი დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად ჯერ არ დასახელებულა, თუმცა მან საარჩევნო აქტივობა უკვე დაიწყო. "იფსოსის" რეიტინგში ის ტრამპს 2 პროცენტით უსწრებს.