საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,ქართველ სპორტსმენებს, რომლებიც ოლიმპიადაზე წარდგებიან, წარმატება უსურვა. ირაკლი კობახიძე ოლიმპიადის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე დასასწრებად საფრამნგეთში იმყოფება.
პრემიერის თქმით, ოლიმპიადა დღეს, 26-ში იხსნება და ეს რიცხვი ქვეყანას კარგად აქვს დაცდილი.
"დღეს გაიხსნება ოლიმპიადა, 26 რიცხვში, 26 კარგად გვაქვს დაცდილი აქედან გამომიდინარე ძალიან დიდი იმედი გაქვს, რომ ეს ოლიმპიადა იქნება სარეკორდო ჩვენთვის, მოპოვებული მედლების თვალსაზრისით. რომ გადახედოთ შემადგენლობას გვყავს არაჩვეულებრივი გუნდი, საუკეთესო შემადგენლობაა ჩვენი სპორტსმენების, რომელიც ჩამოვიდნენ პარიზში, აქედან გამომდინარე ყველანაირი სასტარტო საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი მედალი მოვიგოთ, რაც შეიძლება მეტი ჩემპიონი გვყავდეს ამ ოლიმპიადაზე. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენს სპორტსმენს ვუსურვებ გამარჯვებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.