მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დედის გარშემო განვითარებულ მოვლებზე განმარტება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა კომენტარი გააკეთა.
ლევან მურუსიძემ შეფასებისგან თავი შეიკავა და როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა კონკრეტულ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დედის წინააღმდეგ ისმის, განაცხადა, რომ საქმის დეტალებს არ იცნობს.
“თქვენ, ალბათ, ფიქრობთ უნდა განიხილოს თუ არა საქმე აღნიშნულმა მოსამართლემ? ამ საკითხში მე აუცილებლად გავერკვევი, ერთი რაღაც არის, რომ აცილების საკითხი როდესაც მოსამართლე იხილავს, ეს არის მოსამართლის გადასაწყვეტი, და ზოგადად მოსამართლე უნდა იყოს მიუკერძოებელი. არ ვიცი ეს თემა და გავეცნობი“, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ.
მოსამართლე ურთმელიძის დედა შესაძლოა ბრალდებულად სცნონ. ამის შესახებ კურიერს რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის სიძემ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საკუთარ სიდედრს ნაჯახით დაჭრაში ადანაშაულებს.