16 ნოემბერი 2024,   15:57
ვრცლად
არანაირი მიმართულებით ჩვენი პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით არ შეცვლილა - საბა ბუაძე რუსეთთან დაკავშირებით ოპოზიციის რიტორიკაზე

პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, რომელმაც დღეს გამართულ ბფირინგზე, ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე ისაუბრა, განცხადებას უკვე პრემიერ-მინისტრი აკეთებს. ირაკლი კობახიძე ორმაგ სტანდარტზე საუბრობს და ამბობს, რომ ოპოზიციამ წინასაარჩევნოდ გადაწყვიტა თავად ისაუბროს იმაზე, რაზეც ხელისუფლებას აკრიტიკებდა.

შალვა პაპუაშვილმა კონკრეტული მაგალითები დაასახელა და თქვა, რომ ოპოზიციამ შეცვალა რიტორიკა რუსეთთან და სანქციებთან დაკავშირებითაც, მათი მიზანი კი საარჩევნოდ მოქალაქეების კეთილგანწყობის მოპოვებაა. კონტრბრალდებებს უყენებენ მმართველ გუნდს ოპონენტები.

"ლელოს" წევრის საბა ბუაძის განცხადებით, მათი პოზიცია არ შეცვლილა, ისინი წარსულშიც ითხოვდნენ რუსებისთვის სავიზო რეგულაციების დაწესებას და ახლაც იგივე პოზიცია აქვთ.

"ჩვენ დღესაც ვითხოვთ რუსებისთვის სავიზო რეგულაციების დაწესებას, "საქართველოს დაცვის აქტში" შესულია ყველა ის პუნქტი, სადაც არსებობს რუსული ჰიბრიდული ომის საფრთხეები. ამ დროს, შალვა პაპუაშვილი პარლამენტში ბლოკავს "საქართველოს დაცვის აქტის" განხილვაზე გამოტანას. რატომ ბლოკავს ჩვენს ინიციატივას, რომელსაც ვითხოვდით მაშინაც და ვითხოვთ ახლაც. არანაირი მიმართულებით ჩვენი პოზიცია, ამ საკითხებთან დაკავშირებით არ შეცვლილა", - განაცხადა საბა ბუაძემ.

დღის ამბები