16 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
სანამ გრძელდება ზეწოლა საქართველოზე მოგონილი და აბსურდული მიზეზებით, ვართ ომის საფრთხის უდიდესი რისკის ქვეშ - დავით ჩიხელიძე

მარტივი ჭეშმარიტებაა - იქამდე, სანამ გრძელდება ზეწოლა საქართველოზე, ზეწოლა მოგონილი და აბსურდული მიზეზებით - იქამდე ვართ ომის საფრთხის უდიდესი რისკის ქვეშ, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

"ხალხის ძალის ბოლო წერილზე მწერს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელშიც საუბარია კონგრესში, საქართველოს დაუსაბუთებელ კრიტიკაზე. დიახ, მარტივი ჭეშმარიტებაა - იქამდე, სანამ გრძელდება ზეწოლა საქართველოზე, ზეწოლა მოგონილი და აბსურდული მიზეზებით - იქამდე ვართ ომის საფრთხის უდიდესი რისკის ქვეშ. საქართველოს ხელისუფლებას რომ გამჭვირვალობის კანონი არ მიეღო, სიტუაცია ისევ ანალოგიური იქნებოდა, ოღონდ ამჯერად კონგრესში გაგვაკრიტიკებდნენ სასამართლოს ან ცესკოს გამო. იქამდე, სანამ არსებობს ინტერესი, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, ზეწოლის და შანტაჟის მიზეზი არ დაილევა! ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ფაქტობრივად ეს არჩევნები სიკვდილ/სიცოცხლის ზღვარზე გადის!"- წერს ჩიხელიძე.

დღის ამბები