დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს ფლორიდაში შეხვდა. რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ამერიკასა და ისრაელს შორის გამორჩეული სტრატეგიული, ტექნოლოგიური და სამხედრო თანამშრომლობა დამყარდება.
თავის მხრივ, ისრაელის პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკაში მისი ვიზიტი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას დააჩქარებს. ამერიკული ტურნეს ფარგლებში ბენიამინ ნეთანიაჰუ კონგრესში სიტყვით გამოვიდა. შეხვედრები გამართა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან.